Saturday, November 29, 2014

ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს

სკოლა : 114-ე საჯარო
გუნდი : რატი ბაინდურაშვილი , ნინო ჭიჭინაძე , მარიამ ოსაძე .
კლასი : X                               

                                                                              ქუჩის ბავშვები



          ძნელია ისაუბრო იმ განცდებსა და გრძნობებზე,რომლებიც თავად არ განგიცდია,     ისაუბრო შენს თანატოლებზე, რომლებთანაც ურთიერთობა არ გქონია ,ისინი მხოლოდ ქუჩის კუთხეში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიმჩნევია:ქარში, სიცივეში,ყინვაში ხშირად თოთო ბავშვით ხელში,გაუსაძლის პირობებში მათ უწევთ უსახლკარო ცხოვრება. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, გულში იმდენად საშინელ სევდას ვიგრძნობთ არსებული სიტუაციით,რომ როგორც არ უნდა გინდოდეს, მთელი დღე გონებიდან ვერ ამოშლი იმ პატარა ბავშვს, რომელიც ხუთი წუთის უკან  ნაღვლიანი თვალებით ლუკმა-პურის ფულს ითხოვდა.შენ კი მას გვერდი აუარე ისე ,რომ არც კი დაფიქრებულხარ მის მწარე და ტკივილიან ცხოვრებაზე .                     

 საზოგადოება უარყოფითადაა განწყობილი მათ მიმართ,რაც იწვევს მათ გაუცხოებას .ისინი არ დადიან სკოლაში, უჭირთ  წერა -კითხვა და სხვებისგან არაადეკვატური ქცევებით გამოირჩევიან. მათ არა აქვთ განვითარების, პიროვნული ზრდის არც ამბიცია და არც საშუალება.ისინი მოკლებულნი არიან ოჯახურ სითბოს , მათთვის მშობელი მეთაურს, მბრძანებელს წარმოადგენს, რომელიც განაგებს ამ ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებას,აიძულებს ქუჩაში ხელგაწვდილებმა დახმარება ითხოვონ. მათ ნორმალურად არ იციან, რა არის სიყვარული, ადამიანები მათ თვალში უგულო,ყინულის ქანდაკებები არიან , რომელთა თვალები გაშტერებულია ერთ წერტილზე, ირგვლივ ვერ იყურებიან და ვერავის ამჩნევენ ,საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და ღარიბულად, ბინძურად ჩაცმულ ადამიანს არ აძლევენ მათ სამყაროში შეღწევის უფლებას.

 ჩვენ მათ შეიძლება ხშირად დავეხმაროთ ხურდით ,თუმცა ოცი თეთრის ჩუქება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.სახელმწიფომ უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს,საზოგადოება კი უნდა გაერთიანდეს, რათა ერთიანი ძალებით შევძლოთ პრობლემის აღმოფხვრა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ  ”ქუჩა”განსაზღვრა, როგორც  მათი სახლი  ან მათი  ცხოვრების წყარო, .ამ განსაზღვრების მიხედვით, ქუჩის ბავშვი შეიძლება იყოს ქუჩაში მომუშავე, სკოლიდან გაგდებული მოსწავლე ან უსახლკარო მოზარდი.ბავშვთა სახლები სწორედ ასეთი პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს. მათი მიზანია, აღზარდონ უსახლკარო ბავშვები .

2010 წლის ნოემბერში  უკიდურესად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვებისთვის  დღის ცენტრები  მარნეულში, წყალტუბოსა და ლანჩხუთში გაიხსნა. აუილებელია გაგრძელდეს და დაიგეგმოს შემდეგი საქმიანობები, მნიშვნელოვანია თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატოთ ამ ბავშვების მიმართ,რათა ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტო არ არიან.შევცვალოთ მათი ცხოვრება და ვაქციოთ ჩვეულებრივ ბავშვებად, რომელთა საქმიანობა სკოლაში სიარული,სწავლაა  და არა ოჯახის რჩენა.

No comments:

Post a Comment